ვფიქრობ, რომ შარშან მიღებული სტატუსი, ფორმალურად და ყველანაირი შეფასებით ჩვენ არ გვეკუთვნოდა - ნიკა გვარამია
პარტიის „ახალი“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გასულ წელს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი დაუმსახურებლად მიიღო.
„ვფიქრობ, რომ შარშან მიღებული სტატუსი, ფორმალურად და ყველანაირი შეფასებით ჩვენ არ გვეკუთვნოდა. ის ეკუთვნოდა ქართველ ხალხს მისი მისწრაფებებისა და ისტორიულად ევროპულობის გამო, მაგრამ ჩვენ ეს მივიღეთ კეთილი ნებით. აქ მთავარი პრინციპი არის ლობირების საკითხი. მკაფიოდ არის საუბარი იმ სუბიექტებზე, ვის პოლიტიკურ გავლენებსაც ეს ეხება. ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია საკუთარ ვებგვერდებზე დაწვრილებით აქვეყნებს ყველაფერს, რას ვერ მიადევნა თვალი“, - აღნიშნა გვარამიამ.