ფინანსური ამნისტიით 145 ათასი ადამიანი ისარგებლებს - გაიგეთ, რომელი გადასახადები ჩამოგეჭრებათ?
2021 წლის 1-ელ ივნისამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება ყველა ფიზიკურ პირს, რომელსაც საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანება უფიქსირდება.
როგორც რადიო "პალიტრას" და "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საქმე" შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის სამმართველოს უფროსი ლევან გობეჩია აღნიშნავს, კანონპროექტი შეეხება განსაზღვრულ პერიოდში გადაუხდელ საშემოსავლო გადასახადებს, დღგ-ს, ქონების გადასახადსა და ა.შ.
"ცვლილება გულისხმობს საგადასახადო ცვლილების ჩამოწერაზე, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის 1-ელ იანვრამდე. აქ საუბარია ნებისმიერ დავალიანებაზე ფიზიკური პირებისთვის. საუბარია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ გადასახადებზე, ეს არის ქონების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, დღგ და ა.შ. მხოლოდ კოდექსით გათვალისწინებულ გადასახადებს ეხება და არა სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაწერილ ჯარიმებს“, - განმარტა გობეჩიამ.