თეგებით ძიება

„გორბის“ კვლევები აჩვენებს იმას, რაც არის რეალობა - შალვა პაპუაშვილი

„გორბის“ კვლევები აჩვენებს იმას, რაც არის რეალობა - თავადაც კარგად ხვდებიან, სად იმყოფება ოპოზიცია მარტივი მიზეზის გამო, ისინი არ დგანან საქართველოს მხარეს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც საქართველოს მხარეს დგას, მას აქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა.

„გორბის“ კვლევები აჩვენებს იმას, რაც არის რეალობა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით კიდევაც და მგონი, თავადაც კარგად ხვდებიან, სად იმყოფება ოპოზიცია მარტივი მიზეზის გამო, ისინი არ დგანან საქართველოს მხარეს. ხოლო ვინც საქართველოს მხარეს დგას, იმას აქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ეს არის გაკვეთილი მათთვის, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი არ დადგებიან ქართველი ხალხის მხარეს, მიიღებენ ასეთ ვერდიქტს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა; “ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი“ - 12.6%; “ლელო“ - 4.7%; „ევროპული საქართველო“ - 4.5%; “საქართველოსთვის“ - 3.7%; „გირჩი მეტი თავისუფლება-დროა“ - 3%; „ახალი“ - 1.6%; „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ - 1,4%; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 0.9; „მოქალაქეები“ - 0.6%; „ლეიბორისტული პარტია“ - 0.6%; სხვა და არა-ალოცირებული“ - 6%.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა