თეგებით ძიება

ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სასულიერი პირის, დეკანოზ იოსებ ხოხონიშვილის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს აქვეყნებს, რომელიც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

"დიდად ვწუხვართ, რომ 58 წლის ასაკში ღვთივ განისვენა დეკანოზმა იოსებ ხოხონიშვილმა, -  სიკეთით სავსემ, ქვეყნის ერთგულმა, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულმა ღირსეულმა პიროვნებამ და მოძღვარმა.

გულითადად თანავუგრძნობთ მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სასულიერო დასსა და მრევლს.

აღვავლენთ ლოცვებს დეკანოზ იოსების უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან მართალთა თანა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს, ხოლო ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მისი ხსოვნა, მოანიჭოს მშვიდობა და მასთან ლოცვითი ურთიერთობის მადლი" - ნათქვამია პატრიარქის სამძიმარში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა