ბრძოლის დროა! - თსუ-ს სტუდენტური კლუბი "თავისუფალი თაობა" განცხადებას ავრცელებს
თსუ-ს სტუდენტური კლუბი "თავისუფალი თაობა" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
თსუ-ს სტუდენტური კლუბი "თავისუფალი თაობა" უერთდება 15 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას. ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დავიცავთ იმ ძირეულ, ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელსაც უნივერსიტეტის კედლები, ისტორია მუდამ თან ატარებს.
"შვილებო! ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მეც თქვენ დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ" - ივანე ჯავახიშვილი - 1921 წლის თებერვალი, მიმართვა იუნკერებს.
ბრძოლის დროა! 15 აპრილს, 12:00, თსუ-ს ეზოში!