ქობულეთში ხანძარს 70 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
არსებული ცნობით, ხანძარს 70 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძრისას 70 წლამდე კაცი სახლში მარტო იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფებოდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
"მარტოხელა კაცი იყო. ბინაში ვერ შევიდოდით, რომ დახმარება გაგვეწია, იმიტომ, რომ ხანძარი უკვე ბინაში მთლიანად მოდებული იყო. ცეცხლი, ალბათ სიგარეტიდან გაჩნდა. სინათლე და გაზი აბა მაგას არ ჰქონდა“, - აცხადებს ერთ-ერთი მცხოვრები.