თეგებით ძიება

"დღეს უკვე ღიად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ხელისუფლების ინტერესი ყოფილა ჩემი შვილის დახვრეტა...“ - რას წერს იზა ომაძე?

"დღეს უკვე ღიად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სწო­რედ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სი ყო­ფი­ლა ჩემი შვი­ლის დახ­ვრე­ტა" - წერს ვე­რა­ზე მოკ­ლუ­ლი 22 წლის ახალ­გაზ­რდის, ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა იზა ომა­ძე.

ის ასე­ვე საყ­ვე­დუ­რობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია.

"რო­გო­რი სა­ში­ნე­ლი დღე იყო, არც კი ვი­ცო­დი თუ გა­დავ­რჩე­ბო­დი, შვი­ლის მკვლე­ლე­ბის­თვის უნდა მე­ყუ­რე­ბი­ნა…მე­გობ­რე­ბო მე ორი წლის წინ, ღიად და სა­ჯა­როდ ვამ­ბობ­დი იმ სა­შიშ­რო­ე­ბებ­ზე, რაც თქვენს შვი­ლებ­საც შე­იძ­ლე­ბა და­მუქ­რე­ბო­და, დღე­საც ვი­მე­ო­რებ ჩემი ნი­კოს მკვლე­ლო­ბა იყო პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა ახალ­გაზ­რდო­ბის და­ში­ნე­ბი­სა, ქვეყ­ნი­დან გა­ხიზ­ვნი­სა.

ის­ტო­რი­უ­ლად ვი­ცით, ვინ ებ­რძო­და მთე­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე, ჩვენ­ში ნი­ჭი­ე­რე­ბას, წარ­მა­ტე­ბას ახლა უკვე მთე­ლი ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რდე­ბის მო­მა­ვალს და­უ­წყეს ბრძო­ლა. დიახ არა რუ­სულ კა­ნონს. რომ არა თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია, ვერც კი შევ­ძლებ­დი თქვე­ნამ­დე ხმის მოწ­ვდე­ნას. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დღემ­დე არ გა­მო­ი­ძია და დღემ­დე მფარ­ვე­ლობს მკვლე­ლებს.

დღეს უკვე ღიად შე­მიძ­ლია ვთქვა რომ სწო­რედ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სი ყო­ფი­ლა ჩემი შვი­ლის დახ­ვრე­ტა. თქვენ არ იცით რო­გო­რი ტკი­ვი­ლია ( დახ­ვრე­ტი­ლი შვი­ლის მშობ­ლო­ბა) ამი­ტომ დრო­უ­ლად გა­მოვ­ფხიზ­ლდეთ ხალ­ხო იქ სა­დაც ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვალს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა

P.S. რაც შე­ე­ხე­ბა ბო­ტებს მეც შე­მო­მე­სივ­ნენ, თუმ­ცა რო­დე­საც ნიკო სო­ცი­ა­ლურ ქსელს ქმნი­და მათი ამოც­ნო­ბის მე­ქა­ნიზ­მიც აგ­ვიხ­სნა. და­ნარ­ჩენ­ზე წა­ლენ­ჯი­ხა­ში დიდი სტუმ­რო­ბი­სას რომ მოვ­ყვე­ბი ( გა­მო­დი გი­ცა­ნის ამ­ბა­ვია)ტყემ­ლის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბა­ზეც იქ ვი­ტყვი " - წერს ომა­ძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა