თეგებით ძიება

როდესაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ესვრი ცოცხალ ადამიანებს, რა კომენტარი უნდა გავაკეთო? - კალაძე გრიგორიადისზე

თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ უნდა გა­და­ი­ზარ­დოს ქა­ოს­სა და მა­რაზმში - რო­დე­საც ე.წ. მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ილს ეს­ვრი ცო­ცხალ ადა­მი­ა­ნებს და გან­ზრახ­ვა გაქვს, რომ დაწ­ვა, რა კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ვა­კე­თო? ძა­ლი­ან მძი­მეა ეს ყვე­ლა­ფე­რი,- ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ის ფაქ­ტი შე­ა­ფა­სა, რომ ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს 9-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა.

კა­ლა­ძის თქმით, ქვე­ყა­ნა­ში სი­ტყვის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს აქვს.

"რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ზე, მნიშ­ვნე­ლო­ვან პრინ­ცი­პებ­ზე, რა­საც ევ­რო­პა ეფუძ­ნე­ბა, ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი ხომ ყვე­ლას გვინ­და? გვინ­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტია იყოს, თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ უნდა გა­და­ი­ზარ­დოს ქა­ოს­სა და მა­რაზმში. დღეს, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს აქვს სი­ტყვის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ეს შე­საძ­ლოა, სხვა­დას­ხვა ფორ­მით იყოს, მათ შო­რის აქ­ცი­ა­ზე გა­ვი­დეს. რო­დე­საც შენ ე.წ. მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ილს ეს­ვრი ცო­ცხალ ადა­მი­ა­ნებს და გან­ზრახ­ვა გაქვს, რომ დაწ­ვა რა კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ვა­კე­თო? ძა­ლი­ან მძი­მეა ეს ყვე­ლა­ფე­რი“, - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, მარ­ტის აქ­ცი­ებ­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი 21 წლის ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის, ზვი­ად შა­რა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს თა­ვი­სუფ­ლე­ბის 9 წლით აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა