თეგებით ძიება

„უკვე დას­რუ­ლე­ბულ საქ­მეს გა­მო­ვი­თხოვთ და შე­ვის­წავ­ლით“ - სახალხო დამცველი ლაზარე გრიგორიადისის განაჩენზე

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის, ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტი ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის დას­რუ­ლე­ბულ საქ­მეს გა­მო­ი­თხოვს და მის შეს­წავ­ლას და­მა­ტე­ბით და­უბ­რუნ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­ნო­ბე­ბენ.

"ლა­ზა­რე [გრი­გო­რი­ა­დის­თან] და­კავ­ში­რე­ბით რამ­დენ­ჯერ­მე გა­ვა­კე­თე კო­მენ­ტა­რი, რომ რო­დე­საც მისი საქ­მე დას­რულ­დე­ბო­და, ჩვენ და­მა­ტე­ბით და­ვუბ­რუნ­დე­ბო­დით ამ საქ­მის შეს­წავ­ლას. უკვე დას­რუ­ლე­ბულ საქ­მეს გა­მო­ვი­თხოვთ და შე­ვის­წავ­ლით. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვაც­ნო­ბებთ. რამ­დენ­ჯერ­მე გა­ვა­კე­თე კო­მენ­ტა­რი ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სად იყო პრობ­ლე­მა, სად ვერ და­ვი­ნა­ხეთ პრობ­ლე­მა. ამი­ტომ, ახლა ამის გა­მე­ო­რე­ბა ზედ­მე­ტი იქ­ნე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, მარ­ტის აქ­ცი­ებ­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი 21 წლის ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის, ზვი­ად შა­რა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს თა­ვი­სუფ­ლე­ბის 9 წლით აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა