თეგებით ძიება

„გამოდით ათონელზე პრეზიდენტის სასახლესთან, ლაზარე გავათავისუფლოთ...“ - ნატა ფერაძე

სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე მოქალაქეებს მოუწოდებს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ.

„მოულოდნელი არაფერი არ იყო, ცალსახად ეს არის ზუსტად აქციების წინ გამოტანილი სადამსჯელო განაჩენი და რამდენი მშობელი გადაუწვება ახლა წინ შვილს, რომ შვილო, 9 წელი ჩაგსვამენ, არ წახვიდე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ეს პირიქით იმოქმედებს და ყველა გამოვა და გადავავსებთ ქუჩებს, ახლა ყველანი უნდა მივიდეთ პრეზიდენტის სასახლესთან, ათონელზე და მოვითხოვოთ, რომ პრეზიდენტმა, (მე მგონი ისედაც აპირებს) დღესვე შეიწყალოს, რომ დღესვე იყოს ლაზარე თავისუფალი.

ვინც უყურებთ, ძალიან გთხოვთ, ახლა გამოდით ათონელზე, პრეზიდენტის სასახლესთან, ლაზარე გავათავისუფლოთ“, – ამბობს ნატა ფერაძე.  

ცნობისთვის, 2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა