თეგებით ძიება

„ვინმე თუ იტყვის სცენას როგორ იყენებენ პროტესტისთვისო, ეს ყოველთვის მიღებული პრაქტიკა იყო მსოფლიოში“ – ნოდიკო ტატიშვილი

მმართველი გუნდის მიერ ხელახლა დაინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, კვლავ საზოგადოების განხილვის მთავარი თემაა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ეხმაურებიან, მათ შორის არის მსახიობების ნაწილიც, რომლებიც ამ კანონპროექტის წინააღმდეგი არიან.

ზესტაფონის თეატრში სპექტაკლის შემდეგ დავით დოიაშვილმა განცხადება გააკეთა – „არა რუსულ კანონს!“.

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი სოციალურ ქსელში სწორედ აღნიშნულ ვიდეოს გვიზიარებს და დოიაშვილის მხარდამჭერს პოსტს აქვეყნებს.

„მიყვარს დოი თავისი დასით! 

არა რუსულ კანონს‼️‼️‼️‼️

P.S ვინმე თუ იტყვის სცენას როგორ იყენებენ პროტესტისთვისო, (ვინც არ იცით) ეს ყოველთვის მიღებული პრაქტიკა იყო მსოფლიოში. ოსკარის დაჯილდოებაც არ გაქვთ ნანახი დავიჯერო? არტისტები, ხელოვანები ყოველთვის აპროტესტებენ იმას რაც არ მოსწონთ!“, – წერს ნოდიკო ტატიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა