თეგებით ძიება

საქართველოს მოსახლეობა ბერდება - აზიის განვითარების ბანკი

აზიის განვითარების ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა ბერდება. აღნიშნული უმეტესად განპირობებულია დაბალი შობადობით, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაუმჯობესებისა და შრომისუნარიანი ასაკის ადამიანების ემიგრაციის გამო.

„სახელმწიფოს შეუძლია, გაზარდოს დასაქმებულთა შრომის ნაყოფიერება უნარ-ჩვევების განვითარებისა და ტექნოლოგიების გამოყენების ზრდით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

აღსანიშნავია ისიც, რომ კვლავ პრობლემურია განსხვავება მამაკაცებისა და ქალების სამუშაო ძალაში მონაწილეობის კუთხით.

„მუშახელის სტაბილური დეფიციტის მიუხედავად, დიდი განსხვავება რჩება მამაკაცებისა და ქალების სამუშაო ძალაში მონაწილეობის მაჩვენებლებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პოლიტიკის დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა ჩართვას სამუშაო ძალაში“, - ვკითხულობთ ADB-ის კვლევაში.

შეგახსენებთ, აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება. ამასთანავე, ADB-ი მომავალ წელს ეკონომიკის 5.5%-ით ზრდას ელოდება.

განახლებული პროგნოზით, აზიის განვითარების ბანკი საქართველოში მიმდინარე წელს ელოდება, რომ ინფლაცია 3.5% იქნება, ხოლო 2025 წელს 4%-მდე დაჩქარდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა