„SOS! მთავრობა! თუ საჭირო გახდა გამოაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა და დასაჯეთ მოღალატეები!“ - ლალი მოროშკინა
პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს:
„SOS! მთავრობა!თუ საჭირო გახდა გამოაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისი კანონის ამოქმედებით დასაჯეთ მოღალატეები!
უმძიმესი პროვოკაცია მზადდება, რომლის მერე იდენტობა დაცლილი, ბრბო დავრჩებით, ან არ დავრჩებით...
არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. არც ახლა ვაპირებ,
ამიტომ ღიად შემიძლია ბევრ რამეზე საუბარი.
პირველი ვიყავი ვისაც მიხეილ სააკაშვილმა თბილი სავარძელი შესთავაზა.
უარის მერე დაიწყო რეპრესიები .
"ოცნება" ხსნად მოვიდა, თუმცა არც მაშინ გავჩუმდი, როცა ჩავთვალე, რომ ზღვარგადასული პრემიები - მავნებლობაა.
მადლობელი ვარ, რომ პრემიების რეგულაციის კანონის ერთ-ერთი ინიციატორი მეც გახლდით.
არავის ვალში არ ვარ, ერთი კონკრეტული ადამიანის გარდა!
არც პატიმრებზე გავმდიდრებულვარ და არც კონფლიქტების სამინისტროში შევსულვარ "ატკატების" თემაში.
ახლაც საკუთარი შრომით, ბანკის უზარმაზარი სესხით (მარტივი შესამოწმებელია) წავედი დედაქალაქიდან და ვცდილობ სოფლის აღორძინებას.
ხო, რამე რომ იყოს, ევროპელი დაბადებიდან ვარ, ასე მოხდა ჩემი ოჯახის გამოისობით. (ხიზილალაზე და შოკოლადზე გაზრდილი ვარ,მაგრამ მშვენივრად მიჭირავს თოხი ხელში.)
აი ზუსტად ამიტომ მაქვს უფლება ვთქვა ის რასაც ვაპირებ!
გენერალი მაზნიაშვილი ანგლო-საქსებმა აღებული სოჭიდან და ათიოდე სტრატეგიული ადგილიდან, უკან გამოაბრუნეს. იგივე განმეორდა წლების შემდეგ აფხაზეთში, გაგრის აღების შემდგომ, როდესაც შევარდნაძეს უკან დახევა უბრძანეს.
ამ ღალატს ასობით ბიჭთან ერთად, ჩემი ღვიძლი ბიძაშვილი, გიორგი ყარყარაშვილის ძმა, გოჩა შეეწირა.
ახლა ისევ ანგლო-საქსები და ფრანგები ცდილობენ სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გადანაწილებას.
რატომაც არა?
არა!
სანამ ცხვრის ფარასავით "ფარას" ვაპროტესტებთ, სანამ სულ-ფულ გაყიდული "ენჯეო" სექტორი ლამობს გაიგრძელოს 30-წლიანი ჰეგემონია ქართველ ხალხზე, სანამ უტიფრად ცდილობენ გამოიყენონ სცენა, პოდიუმი,
თუ მინდორი მავნებლური განცხადებებისთვის, ჩვენს წინ დაეცა უკრაინა.
ახლა, როცა 16 წლის ბავშვების მობილიზაციაზე გადავიდნენ, რაც გენოფონდის უპირობო კრახია, ფინალიც არ დააყოვნებს.
საშინელი სცენარი გათამაშდა.
დღე-დღეზე გაფორმდება არა უკრაინაზე რუსეთის გამარჯვება,არამედ ანგლო-საქსების გამარჯვება სლავებზე.
დიდი ხნის ოცნება ახდა!
სლავები უტილიზირებულები უნდა იყვნენ!
შემდეგი კავკასიაა!
ამაშია საქმე!
პრობლემა გაცილებით უფრო დიდი და ღრმაა ვიდრე რაღაც კონკრეტული კანონის მიღება-არმიღება.
დღეს ბრძოლა საქართველოსთვის, როგორც ქრიასტიანული, ერთიანი სახელმწიფოს იდენტობისთვის- სამამულო ბრძოლაა!
დღეს ჩვენს ნაკურთხ მიწაზე გადაიკვეთა ფრანგების, ანგლო-საქსების, ჩინელების, ირანელების და რუსების ინტერესები. ახლა გვმართებს ერთობა და სიფრთხილე.
ვინც დღეს დესტაბილიზაციას ცდილობს - მტერი და მოღალატეა! ვინც იყენებს გაუთვითცნობიერებულ ხალხს- ბოროტი მანიპულატორი.
არ დავთმოთ სამშობლო,
დანარჩენი ლირიკაა....“