თეგებით ძიება

ილიაუნის სტუდენტები 15 აპრილს, 11 საათზე მსვლელობით შეუერთდებიან აქციას პარლამენტთან

როგორც ცნობილია 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" სადაო კანონპროექტს, რომელიც მსგავსებებს ამჟღავნებს რუსულ ანალოგთან. იურიდიული კომიტეტის შემდეგ, 16 აპრილს პირველი მოსმენით კანონპროექტის მხარდაჭერას გეგმავს "ქართული ოცნება".

15 აპრილს, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის უკანა შესასვლელთან დილის 10 საათიდან შეიკრიბება. ცნობილია, რომ აქციას უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან, მათ შორის თსუ-ც. 15 აპრილს დილის 11 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ჭავჭავაძის გამზირზე უნივერსიტეტის C კორპუსთან შეიკრიბებიან და მსველობით მივლენ პარლამენტთან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა