თეგებით ძიება

კობახიძე, ბერლინში, ოლაფ შოლცს ხვდება

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, ბერლინში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ხვდება. 

მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ პირისპირ შეხვედრის დაწყებამდე კობახიძის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

"საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.

გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა უმასპინძლა.

ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას, - წერს ადმინისტრაცია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა