თეგებით ძიება

აშშ-ში კაცმა ატესტატი 106 წლის ასაკში აიღო

აშშ-ში, სამხრეთ კაროლინას შტატში მცხოვრებმა 106 წლის ალენ სმოლსმა წარმატებით დაასრულა საშუალო სკოლა და შესაბამისი ატესტატი აიღო.

ცერემონიაზე მას ჯორჯთაუნის სკოლის საპატიო დიპლომიც გადასცეს.

სმოლსი 1918 წელს დაიბადა ჯორჯთაუნში. მერვე კლასის შემდეგ, მას სწავლის მიტოვება და ვაშინგტონში გადასვლა მოუხდა, ოჯახს რომ მიხმარებოდა. უამრავი წელი გავიდა და აი, ახლა, მისმა შვილიშვილმა ბირდელამ გადაწყვიტა, ბაბუას სწავლის გაგრძელებაში დახმარებოდა და მისი საოცნებო ატესტატი აეღო. შვილიშვილის დამსახურებაა ის საზეიმო ღონისძიებაც, რომელშიც ჯორჯთაუნის მერმაც მიიღო მონაწილეობა.

ბირდელა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებდა სმოლსის ვიდეოებსაც და ბაბუა ინტერნეტ-ვარსკვლავადაც აქცია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა