გერმანია საქართველოსთვის სანდო პარტნიორად რჩება - ოლაფ შოლცი
გერმანია საქართველოსთვის სანდო პარტნიორად რჩება, ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს გზას მომავალშიც დავუჭერთ მხარს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შოლცის თქმით, რეფორმები უნდა გაგრძელდეს.
"მოხარული ვართ, რომ ძალიან ბევრი რეფორმა ტარდება, რომელიც უნდა გაგრძელდეს, ვგულისხმობ სასამართლოს რეფორმას , საპარლამენტო კონტროლის დარგში რეფორმებს და ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ რეფორმებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები თავისუფლად, სამართლიანად ჩატარდეს. ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარებისთვის.
გერმანია საქართველოსთვის სანდო პარტნიორად რჩება, ჩვენ საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით მომავალშიც მხარს დავუჭერთ“, - აღნიშნა შოლცმა.