ფარშევანგის კვერცხი 80 ლარი ღირს
„ახლა საუკეთესო პერიოდია ჩეკვისთვის და გაყიდვაში გვაქვს ფარშევანგის 10 კვერცხი, რომლის ღირებულებაც 1 ცალი 80 ლარს შეადგენს“ - როგორც „ფერმა სენაკში“ დამფუძნებელმა მურმან გვასალიამ განაცხადა, იმისათვის, რომ ფრინველი მარტივად ადაპტირდეს გარემოსთან, კვერცხის შეძენა სჯობს.
„ახალგამოჩეკილი ფარშვანგის შეძენას ისევ კვერცხის ყიდვა სჯობს, რათა დაბადებისთანავე ადაპტირდეს იმ გარემოში, სადაც გაიზრდება. ასეთია გამოცდილი მომშენებლების აზრიც.
რაც შეეხება ფარშევანგს, ეს სახეობები არის ძალიან იშვიათი და შესაბამისად, ჰყავს ძალიან ცოტას, სწორედ ეს განაპირობებს კვერცხის მაღალ ფასს“, - აცხადებს მუჯრმან გვასალია.
ცნობისათვის, 2 კვირის ასაკის ფარშევანგის ღირებულება 150 ლარიდან იწყება და 300 ლარამდე აღწევს, გააჩნია სახეობას. ხოლო მოზრდილი, დაახლოებით 7 თვის ასაკის ფარშევანგის ფასი 500 ლარიდან იწყება.