თეგებით ძიება

„კანცლერ შოლცს „აგენტების კანონი" არ უხსენებია...“ - ლევან ნიკოლეიშვილი

პრემიერ კობახიძის და კანცლერ შოლცის პრესკონფერენციას გერმანულ ენაზე ვუსმინე. შემდეგ ჩავრთე ქართული არხი და კიდევ ერთხელ ვუსმინე ქართულად. ის, რაც თარჯიმანმა იკადრა, არის მიზანმიმართული ბოროტება! კანცლერ შოლცს „აგენტების კანონი" არ უხსენებია, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტის თქმით, საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გაარკვიოს ვინ თარგმნიდა კანცლერის საუბარს და ჩართოს ყველა არხი და საშუალება, რომ ამ პოლიტიკურ სკანდალს ნათელი მოეფინოს.

„პრემიერ კობახიძის და კანცლერ შოლცის პრესკონფერენციას გერმანულ ენაზე ვუსმინე. შემდეგ ჩავრთე ქართული არხი და კიდევ ერთხელ ვუსმინე ქართულად. ის, რაც თარჯიმანმა იკადრა, არის მიზანმიმართული ბოროტება! კანცლერ შოლცს "აგენტების კანონი" არ უხსენებია. საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გაარკვიოს ვინ თარგმნიდა კანცლერის საუბარს და ჩართოს ყველა არხი და საშუალება, რომ ამ პოლიტიკურ სკანდალს ნათელი მოეფინოს!"- წერს ნიკოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა