თბილისში, მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
თბილისში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს თვითმხილველები უყვებიან, კაცი მე-4 სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
უბედური შემთხვევის ადგილს და მისამართს შეგნებულად არ ვასახელებთ.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. დამატებით დეტალებს "მთავარი არხის" ვებგვერდი შსს-ში არკვევს.