...გადმოთარგმნილი ტექსტი სიტყვა-სიტყვით დაემთხვა „ოცნების“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს - ვახტანგ ხმალაძე
ვახტანგ ხმალაძე ფეისბუქ გვერდზე სტატუს აქვეყნებს:
დღეს მეგობარმა მითხრა, რომ რუსეთის დუმის ვებგვერდიდან აიღო 2012 წელს მიღებული ე.წ. „უცხოური აგენტების კანონი“ (ეს კანონი შემდეგ გავრცელდა ფიზიკურ პირებზეც და დაწესდა მკაცრი სანქციებიც), ინტერნეტ-ტრანსლატორით გადმოთარგმნა ქართულად და შეუდარა „ოცნების“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს. მისი თქმით, გადმოთარგმნილი ტექსტი სიტყვა-სიტყვით დაემთხვა „ოცნების“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს. მე არ შემიმოწმებია, მაგრამ მისი მჯერა. ახლა თქვენ განსაჯეთ, არის თუ არა ეს კანონპროექტი „რუსული კანონი“?