“მთავარი არხის” ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს M8 ტიპის ვერტმფრენმა გადაუფრინა
“მთავარი არხის” ინფორმაციით, M8 ტიპის ვერტმფრენმა გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს გადაუფრინა.
შემთხვევა დღეს, ცოტა ხნის წინ მოხდა.
“ცხინვალის მხრიდან წამოვიდა და მეჯვრისხევთან დატრიალდა”,-უთხრა “მთავარს” თვითმხილველმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ უკანონო ფრენა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში განხორციელდა, რაზეც გააქტიურეს ევროკავშირის ცხელი ხაზი.