თეგებით ძიება

კანონის მიღების მიზანი გამჭვირვალობა კი არა, ხელისუფლების მანკიერებებზე კრიტიკის პასუხად აგენტურის იარლიყის მიწებებაა - ზვიად ტომარაძე

 „ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ამერიკულ–რუსული" (გააჩნია ვინ რას ეძახის) კანონის შემხედვარე, "პანდემიისდროინდელი" სიტუაცია მახსენდება, კრიტიკული კითხვების პასუხად, მხოლოდ ერთი პასუხი რომ ჰქონდათ: "აბა ვირუსი არ არსებობს?":))

ახლაც ასეა: "აბა ვისგან ფინანსდებიან არ უნდა ვიცოდეთ?":))

ძვირფასებო! ყველას უდევს თავის გვერდზე დაფინანსების წყარო, რადგან კი არ მალავენ და სცხვენიათ, პირიქით ეამაყებათ ავტორიტეტული ორგანიზაციებიდან და საელჩოებიდან დაფინანსება. დეკლარაციასაც ავსებენ და გადასახდებსაც იხდიან, კანონის მიღების მიზანი, გამჭვირვალობა კი არა, საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლების მანკიერებებზე კრიტიკის პასუხად აგენტურის იარლიყის მიწებებაა... 

ეგ კანონი საერთოდ არ მეხება, რადგან არასდროს მიმიღია დაფინანსება, თუმცა რაც სათქმელია უნდა ითქვას, რადგან ჩვენი დღევანდელი ყოფის მიზეზი, სანამ შენ არ შეგეხება მანამდე სიცრუეზე გაჩუმება და დუმილია...

და კიდევ, თუ ეგ კანონი მიღებული იქნება, პარლამენტი უნდა დატოვონ იმ ხალხმა, ვინც მუშაობდა უცხოეთიდან დაფინანსებულ ენჯეო სექტორში, აბა სად გაგონილა უცხოური ძალის ყოფილი აგენტები საკანონმდებლო ორგანოში მუშაობდნენ? - წერს ზვიად ტომარაძე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა