თეგებით ძიება

ასეთ დროს, ქართველი ხალხი უფლებამოსილია დროებით აიღოს ხელში ძალაუფლება - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს კონსტიტუცია ითხოვს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს ევროინტეგრაციისთვის.

ხელისუფლება არა თუ ყველაფერს არ აკეთებს ამისთვის, არამედ ფაქტობრივი საბოტაჟით არის დაკავებული და ეს დასტურდება ევრო-კავშირის პრაქტიკულად ყველა ლიდერის შეფასებებით.

ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება გასულია კონსტიტუციური ფარგლებიდან, ანუ აწყობს “რბილი ფორმით” სახელმწიფო გადატრიალებას.

ასეთ დროს, ქართველი ხალხი უფლებამოსილია დროებით აიღოს ხელში ძალაუფლება და აიძულოს ხელისუფლება დაბრუნდეს კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში.

ყველა, ვინც შეეწინააღმდეგება ამ პროცესს, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო გადატრიალების თანამონაწილედ ყველა აქედან გამომდინარე შედეგით.

ეს განსაკუთრებით ეხებათ სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებს - წერს ხუხაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა