თეგებით ძიება

თქვენი ბრალდება, თითქოს ვინმემ სადმე მისვლა ამიკრძალა, სრულიად უსაფუძვლო და მცდარია - კონსტანტინე გამსახურდია პრეზიდენტს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

"პასუხი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 

ქალბატონო პრეზიდენტო, 

ინგა გრიგოლიას გადაცემაში თქვენს გამოსვლასთან დაკავშირებით მინდა მოკლედ გიპასუხოთ: 

მე არ ვყოფილვარ 31 მარტის ღონისძიებაზე მთავარი მომხსენებელი (როგორც თქვენ აღნიშნეთ) და არც დაბეჯითებით მითქვამს, რომ დავესწრები ამ ღონისძიებას. რამდენადაც ცნობილია, აღნიშნული ღონისძიება თქვენს ოფისში სრულიად დაუბრკოლებლად ჩატარდა. 

მსურს ასევე აღვნიშნო, რომ ამ პერიოდში ქუთაისში გახლდით მივლინებით, რაც კიდეც ვუთხარი თქვენი ოფისის წარმომადგენელს, როდესაც დამირეკა. ამდენად თქვენი ბრალდება, თითქოს ვინმემ სადმე მისვლა ამიკრძალა, სრულიად უსაფუძვლო და მცდარია, ასევე ჩემთვის გაუგებარ მიზანს ემსახურება. 

რაც შეეხება წიგნებს, ისინი ნამდვილად პირადად გადმოვეცი თქვენს ოფისს პრეზიდენტის საბიბლიოთეკო რესურსის უზრუნველსაყოფად, რაც ჩემი მხრიდან პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი (სხვათა შორის, მამაჩემის მიერ შემოღებულის) პატივისცემის დასტურია."- წერს კონსტანტინე გამსახურდია.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: კონსტანტინე გამსახურდია მამისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე ორბელიანების სასახლეში არ მივიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა