"მთავარი არხის" კვლევით, ოპოზიციის საქმიანობას დადებითად მხოლოდ 7,2% აფასებს, უარყოფითად - 58,2%
„მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ 7,2% აფასებს, უარყოფითად - 58,2 პროცენტი, არც დადებითად და არც უარყოფითად კი - 26,4 პროცენტი.
რაც შეეხება ხელისუფლების საქმიანობას, ამავე კვლევით, სახელისუფლებო გუნდის საქმიანობას უარყოფითად აფასებს 37,6 პროცენტი, დადებითად - 26,9 პროცენტი, არც დადებითად და არც უარყოფითად - 31,2 პროცენტი. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა "მთავარი არხის" დაკვეთით, "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა "(ISSA) ჩაატარა. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში? - ამ კითხვის შედეგები ასე განაწილდა: * ქართული ოცნება - 31.4% * ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი - 9.6% * ახალი - 9.1% * საქართველოსთვის - 3.3% * ლელო საქართველოსთვის - 3.0% * ლეიბორისტული პარტია - 1.7% * ევროპული საქართველო - 1.4% * კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო -1.4% * მოქალაქეები - 1.4% * ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა -1.3% * ხალხისთვის - 1.1% * გირჩი - მეტი თავისუფლება/დროა - 1.1% * გირჩი - 1.0% * სამართლიანობისთვის -0.4% * ხალხის ძალა - 0.4% * პატრიოტთა ალიანსი - 0.4% * ერი (ერთობა რაობა იმედი) - 0.3% * რესპუბლიკური პარტია - 0.2% * კანონი და სამართალი -0.2% * სხვა პარტია -0.2% * არ ვიცი/ჯერ არ გადამიწყვეტია -17.3%; * არცერთ პარტიას - 6.9% * უარი პასუხზე -3.6% * არ წავალ არჩევნებზე - 3.3%