ოქროს ფასი ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა
12 აპრილს, ოქროს ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა. პირველად, ძვირფასი ლითონის ფასმა უნციაზე 2 400 დოლარი შეადგინა.
2024 წლის დასაწყისიდან, მსოფლიო ბაზარზე ოქრო საშუალოდ 5%-ით გაძვირდა.
აქამდე ოქროს მაქსიმალური ფასი 8 აპრილს დაფიქსირდა და ის 2 360 დოლარს შეადგენდა.
ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ ძირითადი კურსის პირველი შემცირება ძვირფასი ლითონის ფასებს კიდევ უფრო ზრდის. მათივე განმარტებით, ამერიკის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შერბილება საბირჟო ვაჭრობის საინვესტიციო ფონდების მიერ ოქროს შესყიდვების ახალ ტალღას იწვევს.
თბილისის დროით 17:50 საათისთვის 1 უნცია ოქროს ფასი 2 400 დოლარია.