WhatsApp-მა ევროპაში მინიმალური ასაკი 13-წლამდე შეამცირა
სოციალური მედიის გიგანტმა Meta-მ ევროპაში WhatsApp-ის გამოყენებისთვის მინიმალური ასაკი 16-დან 13 წლამდე შეამცირა. გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ თებერვალში აპლიკაციის გამოყენების მინიმალური ასაკი 13-მდე შემცირდა გაერთიანებულ სამეფოშიც.
როგორც CNN-ი წერს, ცვლილებამ ბავშვთა უფლებების დამცველების კრიტიკა გამოიწვია. ბრიტანეთში დაფუძნებულმა Smartphone Free Childhood-მა მოუწოდა WhatsApp-ს, შეცვალოს ახალი პოლიტიკა.
„WhatsApp პირველ ადგილზე აყენებს აქციონერთა მოგებას და მეორეზე ბავშვების უსაფრთხოებას“, - განაცხადა დეიზი გრინველმა, Smartphone Free Childhood-ის ჯგუფის თანადამფუძნებელმა.