თეგებით ძიება

"აღმოსავლეთის ფრონტზე ვითარება საგრძნობლად გაუარესდა" - რას ამბობს ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი?

ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­მო­სავ­ლე­თის ფრონტზე ვი­თა­რე­ბა საგ­რძნობ­ლად გა­უ­ა­რეს­და, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დალ­მა, ალექ­სან­დრ სირსკიმ გა­ნა­ცხა­და.

"ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­მო­სავ­ლე­თის ფრონტზე ვი­თა­რე­ბა საგ­რძნობ­ლად გა­უ­ა­რეს­და. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ეს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მტრის შე­ტე­ვი­თი მოქ­მე­დე­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­აქ­ტი­უ­რე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი“, - წერს სირსკი „ტე­ლეგ­რა­მის“ არხზე.

"მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის მხრივ მტერ­ზე ტექ­ნი­კუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბის მიღ­წე­ვის სა­კი­თხი ისევ დად­გა. მხო­ლოდ ეს მოგ­ვცემს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ რა­ო­დე­ნობ­რი­ვად დიდი მტე­რი და­ვა­მარ­ცხოთ და სტრა­ტე­გი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბი შევ­ქმნათ. მე­ო­რე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა სამ­ხედ­რო პერ­სო­ნა­ლის, პირ­ველ რიგ­ში, ქვე­ი­თი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის მომ­ზა­დე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა, რათა სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კი­სა და და­სავ­ლუ­რი ია­რა­ღის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ამ ამო­ცა­ნის გა­და­წყვე­ტა სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის სარ­დლო­ბის­თვის არის მინ­დო­ბი­ლი, რო­მე­ლიც საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის ზო­ნი­დან სრუ­ლი ძა­ლე­ბით დაბ­რუნ­და“, - აღ­ნიშ­ნა ალექ­სან­დრ სირსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა