ჩვენ ისრაელს თითქმის ყველა რაკეტისა და დრონის ჩამოგდებაში დავეხმარეთ - ჯო ბაიდენი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელზე ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მკაცრად გმობს ამ იერიშებს.
ბაიდენმა თქვა, რომ გასული კვირის განმავლობაში აშშ-ის სამხედროებმა რეგიონში საჰაერო ხომალდები და ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გამანადგურებლები განალაგეს, რომლის დახმარებითაც დაეხმარნენ ისრაელს "ჩამოეგდო თითქმის ყველა შემომავალი დრონი და რაკეტა."
"მე ახლახან ველაპარაკე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. მე ვუთხარი მას, რომ ისრაელმა გამოავლინა შესანიშნავი უნარი, თავი დაეცვა და მოეგერიებინა თუნდაც უპრეცედენტო თავდასხმები - მკაფიო მესიჯი გაუგზავნა თავის მტრებს, რომ მათ არ შეუძლიათ მკვეთრი საფრთხე შეუქმნან ისრაელის უსაფრთხოებას", - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ირანის თავდასხმასთან დაკავშირებით იგი G7-ის ლიდერებს მოიწვევს, რათა შემუშავდეს ერთიანი დიპლომატიური პასუხი.
მან ასევე დასძინა, რომ ვაშინგტონი მჭიდრო კავშირში იქნება ისრაელის ლიდერებთან და "იქნებიან ფხიზლად ყველა შესაძლო საფრთხის მიმართ."