თეგებით ძიება
14. 04. 2024 მსოფლიო

ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა - უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე, მზად უნდა ვიყოთ ყველა სცენარისთვის - იოავ გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებთან ოპერატიული სიტუაცია შეაფასა.

"შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ჩვენ მოვახერხეთ ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის დაცვა. მოყენებულ ზიანი ძალიან მცირე იყო - ეს არის ისრაელის თავდაცვის ძალების შთამბეჭდავი ოპერაციების შედეგი", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, სამხედრო ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა.

”ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა - უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე და ყურადღება ისრაელის თავდაცვის ძალებისა და Homefront Command-ის მიერ გამოქვეყნებული ინსტრუქციების მიმართ. მზად უნდა ვიყოთ ყველა სცენარისთვის. ჩვენ შევაჩერეთ თავდასხმის ყველაზე მნიშვნელოვანი ტალღა და ჩვენ ეს წარმატებით გავაკეთეთ“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99%-ი მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმის დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი. დაშავებული 7 წლის გოგონაა.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა