თეგებით ძიება
14. 04. 2024 მსოფლიო

მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, ვინც ზიანს მოგვაყენებს, ჩვენც შესაბამისად ვუპასუხებთ - ნეთანიაჰუ

ისრაელი სამხედრო ოპერაციას დასრულებულად ჯერ არ აცხადებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი ირანის პირდაპირი შეტებისთვის მზად არის. პრემიერის განცხადებით, ქვეყნის მთავარი პრინციპია, ვინც ზიანს მიაყენებს ისრაელს - ისრაელიც შესაბამისად უპასუხებს.

"ისრაელი მზად არის ირანის პირდაპირი შეტევისთვის. ჩვენი თავდაცვითი სისტემები განლაგებულია; ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვითი, ასევე შეტევითი. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ჩვენ ვაფასებთ აშშ-ს ისრაელის გვერდით დგომას, ისევე როგორც ბრიტანეთის, საფრანგეთის და მრავალი სხვა ქვეყნის მხარდაჭერას. ჩვენ განვსაზღვრეთ მკაფიო პრინციპი: ვინც ზიანს მოგვაყენებს - ჩვენც შესაბამისად ვუპასუხებთ. ისრაელელებო მოგიწოდებთ, მიჰყვეთ თავდაცვის ძალების ინსტრუქციებს და გამოიჩინოთ ყურადღება. ერთად დავდგეთ და ღვთის დახმარებით დავძლიოთ ყველა ჩვენი მტერი," - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა