ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა - დაიღუპა სამი ადამიანი
ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით,
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.