ყველაზე ძვირად ღირებული კარტოფილი, რომელიც ერთი კილოგრამი 50 000 ევრო ღირს
ცნობილია, რომ კარტოფილი მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გავრცელებული საკვები პროდუქტია. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც კარტოფილი ასეა მასიურადაა გავრცელებული, არის მისი გაყიდვის დაბალი ფასები. მაგრამ მსოფლიოში არსებობს კარტოფილის ერთი სახეობა, რომელიც არღვევს ამ გავრცელებულ წარმოდგენას ბოსტნეულის მეფის შესახებ. წარმოუდგენლად იშვიათი კარტოფილია Le Bonnotte.
კარტოფილის ეს სახეობა იზრდება საფრანგეთის კუნძულზე, სახელად Ile De Noirmoutier, ზღვის მცენარეებითა და სხვა წყალმცენარეებით განოყივრებულ ქვიშიან ნიადაგზე. პროდუქტის უნიკალური გემო და ტექსტურა სწორედ ამ ნიადაგის დამსახურებაა. ეს კარტოფილი იმდენად იშვიათია, რომ მხოლოდ 50 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გაშენებული.
ადგილობრივები კარტოფილი ზამთრის ბოლოს ან ადრე გაზაფხულზე რგავენ, ხოლო მოსავლის აღება აპრილის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე მიმდინარეობს.
Le Bonnot-ის კარტოფილი მცირე და საშუალო ზომისაა და ვიზუალურად ის ახალ კარტოფილს წააგავს. მისი კანი ღია ყვითელი ან კრემისფერია, შითავსი კი კრემისებრია. ამ კარტოფილს აქვს ცვილისებრი ტექსტურა, რაც მზა სახით მას იდეალურს ხდის.
ტრადიციულად, კარტოფილის მოსავალს ხელით იღებენ. ფერმერები ფრთხილად თხრიან მიწას სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით.
შრომატევადი კულტივაციისა და შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო, Le Bonnotte ფუფუნების ინგრედიენტად ითვლება. კარტოფილის ყიდვა ყველას არ შეუძლია, რადგან ერთი კილოგრამი 40-50 ათასი ევრო ღირს.