თეგებით ძიება
14. 04. 2024 მსოფლიო

ამერიკაში, 85 წლის ქალმა სახლში შეჭრილი მძარცველი მოკლა (ვიდეო)

ამერიკაში, აიდაჰოს შტატში მცხოვრებმა 85 წლის ქალმა სახლში შეჭრილი მძარცველი მოკლა. ამის შესახებ People წერს.

13 მარტს, გამთენიისას, პისტოლეტით შეიარაღებული დერეკ კონდონი კრისტინ ჯენეანისა და მისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის, დევიდის სახლში შეიჭრა. მძარცველმა ქალს თავში ჩაარტყა, ხელბორკილები დაადო და ფული და ძვირფასეულობა მოითხოვა. კრისტინმა უპასუხა, რომ ძვირფასეულობა ორ სეიფში ინახებოდა. კონდონმა მოხუცი ქალი ხელბორკილით ხის სკამზე დააბა და სეიფების მოსაძებნად წვიდა.  

სანამ თავდამსხმელი ფულს ეძებდა, კრისტინმა სკამიანად საძინებელში შესვლა და თავისი რევოლვერის აღება  მოახერხა.  როდესაც კონდონი ოთახში დაბრუნდა, მოხუცმა მას ორჯერ ესროლა. მძარცველმა საპსუხო ცეცხლი გახსნა და დაეცა. მუცლისა და გულმკერდის არეში დაჭრილმა ქალმა იატაკზე დაახლოებით, 10 საათი გაატარა. ამის შემდეგ მისმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილმა პირველ სართულზე ჩამოსვლა შეძლო და დედას ტელეფონი მიაწოდა. კრისტინმა პოლიცია და მაშველები გამოიძახა.

ექიმებმა ქალს საჭირო დახმარება გაუწიეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, ყაჩაღი კი მედიკოსებს გარდაცვლილი დახვდათ. 

მომხდარზე გამოძიება 9 აპრილს დასრულდა. ოლქის პროკურორმა კრისტინ ჯენეანის ქმედებებს თავდაცვის  ყველაზე გმირული აქტი უწოდა. ქალის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, პირიქით, პროკურორებმა და ბინგჰემის ოლქის პოლიციამ პენსიონერს გმირობისთვის მადლობა გადაუხადეს და სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვეს. 

ვიდეო 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა