თეგებით ძიება
15. 04. 2024 ვიდეო

"არა რუსულ კანონს!" - კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული რუსული კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. 

აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიების წარმომადგენლები, მათ შორის აკრედიტებული ჟურნალისტები, რომლებიც დღეს პარლამენტში არ შეუშვეს, ასევე, სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები.

"ყველაფერი რაც აქ ხდება, მეტყველებს იმაზე, რომ ქართულ ოცნებას ეშინია, დილით, ვიდრე მოვიდოდი აქ, ვნახე, რომ სუს-ის შენობის ეზოში სპეცრაზმია სავსე, მობილიზებულია ასობით პოლიციელი. გუშინ საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომ ტელემედიის გარდა პარლამენტის შენობაში ვერავინ შევიდოდა, საქმე რაშია, პირველ რიგში, ეს რუსული კანონი გვეხება იმ ონლაინ მედიებს, რომლებიც ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ვარსებობთ, მაშინ როცა პარლამენტი ფიქციურად მაინც უნდა ახდენდეს, რომ შიგნით გვიშვებდეს და გვისმენდეს, იქნებ არ ვყვირი, მაგრამ აპრიორი ეშინიათ, მხდალები არიან, შიგნით არ გვიშვებენ, რომ ჩვენი ხმა ვერ გავაგონოთ, მაგრამ ჩვენ აქ ვიდგებით იქამდე, სანამ ამ კანონის მიღებას არ ჩავშლით", - ამბობს "მთის ამბების" რედაქტორი, გელა მთივლიშვილი. 

ვიდეო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა