თეგებით ძიება

მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი კანონად არ იქცეს - წინააღმდეგ შემთხვევაში, ააფეთქებს საქართველოს ევროპულ მომავალს - ლაშა ტუღუში

მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი კანონად არ იქცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ააფეთქებს საქართველოს ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორმა, პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ლაშა ტუღუში იმედოვნებს, რომ მიმდინარე პროტესტი შედეგს გამოიღებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი კანონად არ იქცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ააფეთქებს საქართველოს ევროპულ მომავალს. ეს აშკარად ჩანს. თუ ვინმეს ადრე ეჭვი ეპარებოდა, ბოლო შეფასებებმა, რომელიც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში გაკეთდა, გახსნა ფრჩხილი. საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს არის ის კანონპროექტი, რომელიც ევროპისკენ გზას გადაკეტავს.

იმედი მაქვს, რომ ამ პროტესტს თავისი შედეგი ექნება. ძნელია ივარაუდო, რას იზავს „ქართული ოცნება“, რა ნაბიჯებსაც დგამს ბოლო პერიოდში სხვადასხვა კანონპროექტებთან დაკავშირებით, როგორი დამაზიანებელი კანონპროექტები შემოიტანეს - ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული, თუმცა ვისურვებდი, რომ მათ ეს არ გააკეთონ, თორემ დააზიანებენ ქვეყანასაც და თავიანთ თავსაც“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ. აქციაზე მყოფები აპროტესტებენ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ , რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა