თეგებით ძიება

"შარშან გვეგონა ყველაფერი დამთავრდა, რადგან "რუსული კანონი უკან გაიწვიეს" - თამარ ჭოხონელიძე

პარ­ლა­მენ­ტში "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა და­ი­წყო. ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ წარ­დგე­ნილ პრო­ექტს დღეს იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტი, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით იხი­ლავს.

ამის პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის უკა­ნა შე­სას­ვლელ­თან აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ად­გილ­ზე სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან შეკ­რე­ბი­ლი, მათ შო­რის არის მომ­ღე­რა­ლი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე. რო­გორც მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­ა­ტყუა.

"გა­სულ წელს ყვე­ლა­ფე­რი რაც მოხ­და, იყო ღირ­სე­ბის შე­მა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი და ჩვენ ქარ­თვე­ლებ­მა, რომ­ლებ­მაც შარ­შან გა­ვი­მარ­ჯვეთ, გვე­გო­ნა ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა, რად­გან "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი" უკან გა­იწ­ვი­ეს. ახლა ერთ შე­კი­თხვას და­გის­ვამთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­ა­ტყუ­ეს ერთი წლის წი­ნან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით? - ის ხალ­ხი ვინც დღეს მომ­ხრეა "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის", ისი­ნი მო­ტყუ­ე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან, მა­შინ, რო­დე­საც გა­მო­იწ­ვი­ეს უკან კა­ნო­ნი და დაგვპირ­დნენ, რომ ის უკან აღარ დაბ­რუნ­დე­ბო­და".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა