თეგებით ძიება

„ან შეურაცხყოფილი არ ხარ, ან აღელვებული?! ბოლობოლო, თავის ტკივილის უფლებაც წართმეული გაქვს?!“ - გვარამია მდინარაძეს

პარტიის „ახალი“ თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

„ტიპი გაწყვიტა, ისეთი ხია ალეკომ, ნახევარ საათში გამოვიდა და ცივსისხლინად აგრძელებს სამშობლოს ღალატს. 

მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze ან შეურაცხყოფილი არ ხარ, ან აღელვებული?! ბოლობოლო, თავის ტკივილის უფლებაც წართმეული გაქვს?! 

უბრალოდ მონები არა, რობოტი მონები არიან, instrumentum vocale“.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სიტყვით გამოსვლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა