თეგებით ძიება

„ეს კანონპროექტი ჩანასახშივე ბოროტებაა“ - დათო გორგილაძე

„ეს კანონპროექტი ჩანასახშივე ბოროტებაა“, – ასე ეხმიანება მწერალი და ჟურნალისტი დათო გორგილაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომლის პირველი მოსმენით განხილვაც დღეს პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

დათო გორგილაძე მოქალაქეებს, 19:00 საათზე პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„თუ მიიღებენ, მალე, ისევე როგორც რუსეთში, ბევრი მეტასტაზი დაემატება და უფრო დიდი ბოროტება იქნება, რომელსაც ან გავანადგურებთ, ან ვერ. უფრო ვერ.

ამიტომაც, ახლა არ უნდა დავუშვათ. ჩვენი თაობის ბედიც რუსთაველის გამზირზე დგომა ყოფილა.

19:00 საათზე ისევ იქ!“, – წერს დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია ლოზუნგით – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, პარლამენტთან 19:00 საათზე გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა