თეგებით ძიება

ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ჩვენს ნამდვილ ოჯახში - პეტრე კოლხი რუსთაველზე მიმდინარე აქციას შეუერთდა

არა რუსულ კანონს! - რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რუსული კანონის საწინააღმდეგოდ შეიკრიბნენ. აქციას პეტრე კოლხიც შეუერთდა. დეკანოზი მოქალაქეებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ადგილი, მხოლოდ და მხოლოდ, ევროპაშია.

ვფიქრობ, რომ რუსეთის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს სხვა დანარჩენი მსოფლიო, ვინაიდან ჩვენ სიმშვიდე არ გვიწერია, თუ წავეპოტინებით ჩრდილოეთს, რადგან ჩვენ გვაქვს ისტორიული გამოცდილება, რომ რუსეთი ყოველთვის ხელს უშლიდა საქართველოს გაერთიანებას, საქართველოს ცივილურ განვითარებას და წინსვლას. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ჩვენს ნამდვილ ოჯახში. ეს არის სულხან-საბა ორბელიანის გზა, გზა ევროპისაკენ", - ამბობს პეტრე კოლხი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა