"დაემორჩილეთ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას" - შსს კიდევ ერთ გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს
"დაემორჩილეთ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას", - შსს კიდევ ერთ გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს მიმართავს:
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს.
იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გასცდებიან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდამცველები წესრიგის დაცვის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ.
სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას, - წერია განცხადებაში