მამაკაცი, რომელმაც სიდნეის სავაჭრო ცენტრში ქართველი ქალი და კიდევ 5 ადამიანი მოკლა, იდენტიფიციირებულია
მამაკაცი, რომელმაც 13 აპრილს ავსტრალიის სავაჭრო ცენტრში ექვსი ადამიანი დაჭრა, უკვე იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
პოლიციის ცნობით, ის 40 წლის კუინსლენდი ჯოელ კაუჩია.
ავსტრალიის პოლიციის თქმით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და მალევე გაანეიტრალეს. ის სავაჭრო ცენტრში მყოფმა პოლიციელმა მოკლა, რომელიც თავდასხმის ადგილას მარტო იმყოფებოდა.
დეპარტამენტის ცნობით, კაუჩის ადგილზე მკურნალობდნენ სასწრაფო დახმარების ექიმები, მაგრამ ის საბოლოოდ „ადგილზე გარდაიცვალა".
შემთხვევის ადგილზე კიდევ ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი ქალი. ერთ-ერთ დაღუპულს შორის ქართველი ფიქრია დარჩიაც იყო.
პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ კაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.