თეგებით ძიება

იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

11-საათიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, კანონპროექტის მიზანია, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

კომიტეტის სხდომა დილის 10 საათიდან, ხმაურისა და მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის უკანა შესასვლელთან. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა