"საზოგადოებრივ წესრიგს ვიცავთ, პოლიცია პროპორციულად მოქმედებს" - თეიმურაზ კუპატაძე
"საზოგადოებრივ წესრიგს ვიცავთ...პროპორციულად არის პოლიცია წარმოდგენილი," - ამის შესახებ "მთავარ არხს" კრიმინალური პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განუცხადა.
"დაკავებას ვერ დაგიდასტურებთ... საზოგადოებრივ წესრიგს ვიცავთ, როგორც ხედავთ. ჩვენი მხრიდან არანაირი აგრესია არაა. პროპორციულად არის პოლიცია წარმოდგენილი. ჩვენი მხრიდან ხედავთ აგრესიას? ჩვენ განვმუხტავთ აგრესიულ ქმედებებს ამ მოქალაქეების. ჩვენი მხრიდან არანაირ აგრესიას ადგილი არ აქვს. ხედავთ სადმე აგრესიას? ან დაპირისპირებას? პროპორციულად მოქმედებს პოლიცია ყოველთვის. პოლიცია ყოველთვის იყენებს პროპორციულ ძალას," - განაცხადა კუპატაძემ.