აქციის მონაწილეების დაკავებები გრძელდება
ამ წუთებში, პარლამენტის მიიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების დაკავებები გრძელდება. პარლამენტის მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმია მობილიზებული.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ინფორმაციით, პოლიციამ 9 აპრილზე სრულიად უმიზეზოდ დააკავა მათი ორი წევრი-, იმედა კლდიაშვილი და დავით ენდელაძე. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა დაკავებები ცოტა ხნის წინ დაიწყეს. სულ რამდენი ადამიანია დაკავებული ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, 11-საათიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.