თეგებით ძიება

დაახლოებით 30 ადამიანია შემოსული პოლიციის წინ, რომლებიც ახდენენ პროვოკაციას, იწვევენ პოლიციელებს, აგინებენ, წინააღმდეგობას უწევენ - ვაჟა სირაძე

30 ადამიანია შემოსული პოლიციის წინ, რომლებიც შეგნებულად ახდნენ პროვოკაციას. პოლიციელებს იწვევენ, აგინებენ, წინააღმდეგობას უწევენ - მოვუწოდებ მათ, აქცია ჩაატარონ მშვიდ ვითარებაში , - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანია დაკავებული.

"ზუსტი ციფრი ამ ეტაპისთვის არ გვაქვს. წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს. არ ემორჩილებიან კანონიერ მოთხოვნას. აქ დაახლოებით, 30 ადამიანია შემოსული პოლიციის წინ, რომლებიც ახდნენ პროვოკაციას შეგნებულად. იწვევენ პოლიციელებს, აგინებენ, წინააღმდეგობას უწევენ. მე მოვუწოდებ მათ, დაემორჩილონ კანონიერ მოთხოვნას და შეინარჩუნონ სიმშვიდე. აქცია ჩაატარონ მშვიდ ვითარებაში", - განაცხადა სირაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა