თეგებით ძიება

15 აპრილს ე.წ. "რუსული კანონის" წინააღმდეგ ათიათასობით ადამიანი გამოვიდა

15 აპრილს სამოქალაქო საზოგადოებამ, სტუდენტებმა და ოპოზიციამ დილიდანვე დაიწყეს პარლამენტთან შეკრება. გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა სადაო კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ". სხდომაზე დაძაბულობასა და დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. კანონპროექტს გმობენ დასავლელი პარტნიორებიც და აღნიშნავენ, რომ ის ანტი-დემოკრატიულ ხასიათს ატარებს.

საღამოს 7 საათზე რუსთაველის გამზირი გადაიკეტა და 9 საათისთვის დემონსტრანტთა რიცხვმა პიკს მიაღწია. ე.წ. "ჯეიკობსის მეთოდით", რომელიც გულისხმობს მოცემულ ტერიტორიაზე საშუალო სიმჭიდროვის გზით 1 კვ.მ.-ზე ადამიანების მასის განსაზღვრას, გამოვითვალეთ რომ საპროტესტო აქციაზე 25,000-მდე ადამიანი იმყოფებოდა. აქცია 16 აპრილს 7 საათზე განახლდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა