თეგებით ძიება

"მთლად ასეთი დებიუტიც არ მინდოდა CNN-ზე, მაგრამ..." - CNN საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, სა­დაც "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დე­რი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და, რა­საც დე­პუ­ტა­ტებს შო­რის არე­უ­ლო­ბა მოჰ­ყვა.

კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ ჩა­არ­ტყა ელი­საშ­ვილ­მა მდი­ნა­რა­ძეს მუშ­ტი, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და მე­დი­ა­ში გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით გავ­რცელ­და.

ამ­ბავს აშუ­ქებს CNNდა თა­ვის მკი­თხველს სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად უყ­ვე­ბა.

სტა­ტი­ა­ში ვრცლად არის გან­ხი­ლუ­ლი, თუ რის­თვის იბ­რძვის სა­ზო­გა­დო­ე­ბა და რა­ტომ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ტეს­ტის ტალ­ღა.

"სა­კა­მა­თო კა­ნონპ­რო­ექ­ტი :უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის" შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც გა­აკ­რი­ტი­კა და­სავ­ლეთ­მა და პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში", - წერს CNN.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას ელი­საშ­ვი­ლი ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა:

"მთლად ასე­თი დე­ბი­უ­ტიც არ მინ­დო­და CNN-ზე, მაგ­რამ რა­ცაა ეგაა, რუ­სულ კა­ნონს არა და მორ­ჩა!", - წერს "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა