თეგებით ძიება

იოანე მახარაძე - დასავლური ფულით გადარჩა ათასობით ადამიანის სიცოცხლე. რუსეთმა მოაწყო გენოციდი, სიცოცხლე მოუსპო ათასობით უდანაშაულო ქართველს

გეოგრაფიის სპეციალისტი იოანე მახარაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

დასავლური ფულით საქართველოში დაფინანსდა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, გადარჩა ათასობით ადამიანის სიცოცხლე. დასავლური სახსრებით ფინანსდება ტუბერკულიოზისა და HIV  პროგრამები, ეხმარება ათასობით ადამიანს გააგრძელონ სიცოცხლე. დასავლეთიდან შემოდის ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო ქიმიური და რადიოაქტიური ნივთიერებები, ეხმარება ათი ათასობით და ასი ათასობით ადამიანს გააგრძელონ სიცოცხლე. სია ძალიან გრძელია.

რუსეთმა საქართველოში დაიწყო ორი ომი, მოაწყო გენოციდი. ხალხის თავით ფეხბურთი ითამაშა, დაანგრია ეკლესიები, გადაწვა ტყეები. სიცოცხლე მოუსპო ათასობით უდანაშაულო ქართველს. 

ასე ექცევა ერთი მხრივ დასავლეთი და მეორე მხრივ რუსეთი ჩვენი ერის წარმომადგენლების სიცოცხლეს.  

დასავლეთისგან საქართველოს დისტანცირება შეეხება ყველას, მათ შორის ჩვენ და ჩვენს საყვარელ ადამიანებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა